Washingtonpost საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას ავრცელებს. გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი დევიდ მაკლინტრი ქართული ღვინის ტექნოლოგიას გაეცნო.
რატომ უნდა ვიცოდეთ ქართული ღვინო? იმიტომ რომ შესანიშნავია
ფრანგული, იტალიური და ესპანური ყურძნის ჯიშები კლასიკურ ევროპულად მოიაზრება, მაგრამ ღვინის სამშობლოდ კავკასიის რეგიონი სახელდება, იქ სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს კვეთს, სადაც უძველესი სავაჭრო გზა მთებს, შავ ზღვას და სპარსეთს ჭრიდა, სადაც ბიბლიის მიხედვით, არარატის მთაზე კიდობანის გაჩერების შემდეგ ნოემ ვენახი გააშენა, სადაც არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება ღვინის წარმოების უძველესი ნაშთები, არქეოლოგებმა უძველეს ქვევრში ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები აღმოაჩინეს. (ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე)
მოდით ვეწვიოთ ღვინის სამშობლოს, საქართველოს. თუნდაც იმიტომ რომ ქართული ღვინის შეძენა აშშ-ში შესაძლებელია.
ქართული ღვინო შესანიშნავია. ეს ქვეყანა შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც თანამედროვე ღვინის მოყვარულს აინტერესებს. ადგილობრივი ვაზის ჯიშები სხვაგან თითქმის არც მოიპოვება. თანამედროვე სტილის ღვინოს ხილის არომატი აქვს. ქართველები საუკუნეების განმავლობაში ტრადიციული მეთოდით აყენებენ ღვინოს, ღვინის დაჭაშნიკებით კი შეგიძლიათ წარსულის გემო გასინჯოთ. ძველი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და ძვირია.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, ღვინის მცირე წარმოებით, მაგრამ მისი პოტენციალი ძალიან დიდია.“ -ამბობს ლიზა გრანიცა ღვინის სპეციალისტი. (ქართული ღვინოს პრეზენტაცია ბორდოში, Vinexpo-ს საერთაშორისო ბაზარი.)
საქართველოს იმიჯი და პოპულარობა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას უკავშირდება. თიხის ეს ჭურჭელი მიწაშია ჩამარხული. თანამედროვე ღვინის სახეობების უმრავლესობა შემდეგნაირად მზადდება: ყურძნის წვენს ნაჭუჭისა და თესლებისგან სწრაფად აცალკევებენ, უძველესი წესის მიხედვით ქვევრში ფერმენტაციის მიზნით ერთად ათავსებენ სითხეს, ყურძნის კანს, ღეროს და თესლს. შედეგად კი ვიღებთ მუქი ფერის, მშრალ ღვინოს.
ფერმენტაცია გავლილ თეთრ ღვინოს დღეს ნარინჯისფერ ღვინოს ეძახიან. მამუკა წერეთელი საქართველოდან აშშ-ში, ვაშინგტონში ღვინის იმპორტირით არის დაკავებული. ის ასეთ ღვინოს ქარვისებრ ღვინოს უწოდებს.
საქართველოში ვაზის დაახლოებით 500 ჯიშია. ღვინის მთავარი კუთხე კახეთია, იქ სადაც კავკასიონის მთები ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისკენ არის გადაჭიმული, თუმცა მეღვინეობა მთელ საქართველოშია გავრცელებული.
ქართული ღვინის იმპორტიდან აშშ-ში ყველაზე გავრცელებულია „რქაწითელი“, „მწვანე“ და „წითელი საფერავი“. ქვევრში დაყენებული წითელი ღვინო შეიძლება ტკბილი იყოს, ის ცივ ტემპერატურაზე ინახება, რა დროსაც ფერმენტაცია ნელდება. ასეთი ტიპის ღვინო ბაზარზე ხელმისაწვდომია.საკმაოდ არომატულია „საფერავი“, თამბაქოს ფოთლებისა და ხილის გემოთი. საფერავი ფრანგულ „Cabernet Franc“ ჰყავს.
თუმცა კარგი საფერავი და ქართული ღვინის უმრავლესობა ისეთ რამეს ფლობს, რაც სხვა ღვინოს არ გააჩნია. მისი გემო საუკუნეებს ითვლის, სურნელი კი უძველეს წარმომავლობას.
https://www.washingtonpost.com/lifestyle/food/why-should-you-get-to-know-georgian-wines-because-theyre-exciting/2015/08/29/ab1a313c-4c17-11e5-902f-39e9219e574b_story.html