ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო. ცნობილ ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ?typeform-source=app.adestra.com

ხმის მიცემა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

X

ნომინაციაში ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.

გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე 6 ნოემბერს დაასახელებენ.

Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.

Wanderlust-მა 2022 წელს საქართველოს ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

0title goes here
title goes here
+
Toggle content 1
title goes here
+
Toggle content 2
title goes here
+
Toggle content 3