თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ჟურნალის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.
სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი. თბილისი შემდეგ მიმართულებს შორისაა: ლოს-ანჯელესი(აშშ), სინგაპური, მიუნხენი(გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა(ბოტსვანა) და ჯაისამლერი(ინდოეთი).
თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა და მიმზიდველ კაფეებს ქალაქის იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ. ავტორები მკითხველს უზიარებენ საინტერესო მარშრუტებს: “ბავშვიან წყვილებს შეუძლიათ ანჩისხატის ტაძრიდან დაიწყონ ფეხით სეირნობა, გაიარონ გუდიაშვილის მოედანი და სიყვარულის ხიდამდე მივიდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში. მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებულად გამოარჩევენ ფუნიკულიორიდან და რიყის პარკის საჰაერო ბურთიდან გაშლილ ქალაქის ხედებს. ინდოელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ლეღვთახევის ჩანჩქერისა და გოგირდის აბანოების მოხსენიებაც. „თბილისური თავგადასავალი დააგვირგვინეთ საუცხოო ხაჭაპურით, კერძებით სავსე გობით და ადგილობრივი ღვინით“.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავიაკომპანია Vistara-ს შერწყმა ინდოეთის უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-სთან. IndiGo თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დელიდან ასრულებს.
https://magazine.airvistara.com/suitcase/7-bucketlist-destinations/