მცირე და საშუალო ბიზნესის უნარების გაძლიერება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
„მცირე და საშუალო ბიზნესის უნარების გაძლიერება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში“ – USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში სასწავლო კურსი გაიმართა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
სასწავლო კურსის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათთვის ცოდნის გაზიარება და რეგიონული ბიზნესების წახალისება.
სემინარებში მონაწილეობდნენ საქართველოს ოთხ რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ზემო აჭარა და პანკისის ხეობა) მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, რომლებიც დაინტერესებული არიან სტუმარმასპინძლობის სფეროთი, დაკავებული არიან მცირე მეწარმეობით, არიან ფერმერები, აქვთ საოჯახო სასტუმრო ან რაიმე ტიპის კავშირი სტუმარ-მასპინძლობის სექტორთან.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ფორმატის სემინარებს. თითოეული ლექცია ინტერაქციული იყო.
პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ.