სამთო – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა გრძელდება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ტურისტულმა ასოციაციებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დანიშნულების ადგილი მართვის ორგანიზაციებმა სამთო – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ტექნიკურ რეგლამენტში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრაზე განხილული იყო ტექნიკური საკითხები, სამთო საფეხმავლო ბილიკების მონიშნა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და მასთან დაკავშირებული წესები.
სამთო – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ტექნიკურ რეგლამენტში მიმდინარე ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება და უსაფრთხოების გაზრდა. დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები შეეხება მასალების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინფრასტრუქტურის დროში ხანგრძლივ გამოყენებაზე იქნება ასახული კლიმატისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით.
სამთო – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
რეგლამენტის მომზადებისას გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები, მათ შორის შვეიცარიის, ავსტრიისა და გერმანიის გამოცდილება.