მაია ომიაძემ თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ქუთაისში, თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა უწყებების, პარლამენტის, სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა რეგიონებში ტურიზმის განვითარების, მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების დაცვის, სტანდარტის განვითარებისა და ტურისტული მოსაკრებლის შესაძლო შემოღების შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო ფისკალურ დეცენტრალიზაციას.