Touch – ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია საქართველოში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში საერთაშორისო კონფერენცია – Touch გაიმართა. კონფერენციის ძირითადი თემაა ტურიზმი ციფრულ სამყაროში. საუბარი იყო ახალი ტრენდების, ბიზნესში დიჯითალ მარკეტინგის მნიშვნელობისა და ინტერნეტ სამყაროს ახალი გამოწვევების შესახებ. კონფერენციას Google-ის, National Geographic-ის, Impact hub Vienna-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის სპიკერები იყვნენ: საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე – Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი – დმიტრი შილიუკი – National Geographic-ის ფოტოგრაფი – ვიქტორ ლაგუშკინი. –
Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი – კაი ვიჩმენი – სოციალური მედიის მენეჯერი – ანა სამპაიო ბაროში – ფოტოგრაფი და მოგზაური – აურელიან ბატინი.
მოწვეულმა სპიკერებმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული ისტორიები და ბიზნეს გადაწყვეტილებები გაუზიარეს.
Touch – ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება და ყოველწლიურად გაიმართება. პროექტის სპონსორები არიან: ატლასგლობალი და ფაბრიკა, მხარდამჭერები – ვისმინო, ბარბარესთან, ტექნოპარკი და პორტ:80.