„The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო“-თეკუნა გაჩეჩილაძე
The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე.
„პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. The National Geographic Traveller Food Festival-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხიდან 10 პროცენტიც რომ ეწვიოს საქართველოს, ამ ადამიანების ახლობლებიც აუცილებლად მოინახულებენ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ქართულ კერძებს და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.