ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და გაეცნო მოსამზადებელ სამუშოებს .

20-21 ივლისს  საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე,  “მასტერკლასის თეატრში”  ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ.  Show Kitchen მოეწყობა.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ  მონაწილეებს. ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.