გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან  Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.

კამპანია მოიცავს ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok

კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).

ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბრერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

https://www.skyscanner.ae/?locale=en-GB&market=AE&previousCultureSource=URL&redirectedFrom=www.skyscanner.net&sponsoredPreviewId=CAM-36c7311e-eb7b-4f21-a3c7-94073a20cc01