ამერიკულ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ამერიკელ მოგზაურ ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს მასპინძლობს.
ბენჯამინ კემპერი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან როგორიცაა: Bloomberg, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic, The Daily Beast, The Guardian, The Wall Street Journal, Thrillist, Time, Saveur და სხვ.
პრესტურის ფარგლებში ბენჯამინ კემპერმა თბილისი, თელავი, პანკისის ხეობა, მესტია და უშგული მოინახულა. ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის, ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიებს მოამზადებს, რომელსაც მაღალრეიტინგული გამოცემები Daily Beast“ და „Saveur“ გამოაქვეყნებენ.
პრესტურის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.