საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექ სი არენაზე (შეკვეთილი) და მუსიკის სახლში (ბათუმი) განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონების განმავლობაში, ზემოაღნიშნულ დარბაზებში არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – ქართული პროექტების მხარდაჭერის კომპონენტი