შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მოქმედ ტუროპერატორებს, სასტუმროების თანამშრომლებს და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ზუგდიდში კერძო სექტორთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს. რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სამომავლო პროექტებით დაინტერესდნენ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას და შემოსავლის გაზრდას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს რაც რეგიონშია ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაცია.