საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.

2024 წლის მე-3 კვარტალში,  მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და  $1.6 მილიარდი შეადგინა.   ამასთან, 2024 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა  2023 წლის მონაცემებს  +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.