უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მასზე დარეგისტრირება.
შეუძლიათ ინდ.მეწარმეებსა და იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში დასაქმებულ პირებს. შესაბამისად, ტურისტული ობიექტის საიდენტიფიკაციო კოდის ველში სავალდებულოა რეგისტრირებული კომპანიების მონაცემების მითითება.
დიახ, სარეგისტრაციო ფორმაში იურიდიულად დარეგისტრირებულ კომპანიებს შეუძლიათმიუთითონ ორგანიზაციაში ერჯერადი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მონაცემები.
- ტურისტულ ობიექტებში დასაქმებულ 55 წლის ან მეტი ასაკის პირთათვის სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შესაძლებელია ერთ-ერთი ვაქცინის: Astrazeneca-ის ან Sinopharm-ის არჩევა
- ტურისტულ ობიექტებში დასაქმებულ 18 დან 55 წლამდე ასაკის პირთათვის სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შესაძლებელია მხოლოდ Sinopharm-ის ვაქცინის არჩევა
Covid-ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საქართველოში ბინადრობის მოწმობა.
პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს ვაქცინაციის გრაფიკის შემუშავებას და ეტაპობრივად დაუკავშირდება დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინაციის დეტალების თაობაზე. დარეგისტრირების შემდგომ SMS-ის მეშვეობით რეგისტრაციის შესახებ დასტურის მიღება არ ხდება.