რეგიონული ფასდაკლებების კვირეული – აჭარა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, 2018 წლის 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, აჭარაში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” გაიმართება.
“Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე