„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად’’ მიზნად ისახავს დაეხმაროს ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს შემომყვანი ტურიზმის განვითარებაში. ის ასევე აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტების უმრავლესობაში. სახელმძღვანელო მოიცავს ბიზნესის დაგეგმვის ეტაპებს, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, მიზნობრივი ბაზრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რჩევებს და რეკომენდაციებს. სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემაში მოხდა ახალი თავების დამატება: ტურიზმის ინდუსტრიის კვლევის გამოყენება ბიზნესში, ტურიზმის ეკონომიკური ეფექტები, ტურიზმის სტრატეგიული დოკუმენტები და ჯამრთელობის ტურიზმი. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, უნივერსიტეტებს, ასოციაციებს და კერძო სექტორს შორის, რაც ტურიზმის სექტორის განვითარების უალტერნატივო გზაა.
სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად (მეოთხე გამოცემა)
Author(s):
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
Publish Date:
2019
Publication Types:
პრაქტიკული სახელმძღვანელო
Similar Publications