ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის ოქტომბერი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა.
ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა ოქტომბერშიც.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.