„საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად“- National Geographic Traveller-ის კომერციული დირექტორი მეთ მიდვორსი
The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გამოცემის კომერციული დირექტორი. მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია.
„საქართველოსთვის National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოს შეუძლია შთააგონოს და მოიზიდოს ვიზიტორები თავისი კვებისა და ღვინის მდიდარი კულტურით. ძალიან მოახარული ვარ, რომ ამ ფესტივალში საქართველოა წარმოდგენილი“,-განაცხადა მეთ მიდვორსმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.