ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო გიდები გადაამზადა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის 40-მდე წარმომადგენლისათვის „საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და მოვლა-პატრონობის“ ტრენინგი გამართა. სასწავლო კურსი იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. ქუთაისსა და ახალციხეში გამართული ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
- მონიშვნის განსხვავებული სტანდარტები, მონიშვნის სტანდარტის მნიშვნელობა და ამჟამინდელი მდგომარეობა.
- ეროვნული სტანდარტის დეტალურად გაცნობა ძველი და განახლებული რეგლამენტების ჭრილში.
- საველე ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის დამუშავება და მონიშვნის/მოვლა-პატრონობის პროექტის მომზადება.
- მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა, მონიშვნის ინფრასტრუქტურის მომზადება და განთავსება, საჭირო ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება.
- მოვლა-პატრონობის სამუშაოებისათვის აუცილებელი და რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფები, რუკები და რესურსები.
- კითხვა-პასუხი, დისკუსია.
პრაქტიკული ნაწილი შემდეგ თემებს მოიცავდა:
- მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა საველე პირობებში.
- ბილიკზე არსებული სიტუაციის ანალიზი და საველე ინფორმაციის შეგროვება.
- საველე ინფორმაციის შეგროვებისათვის აუცილებელი პროგრამების და ინსტრუმენტების გამოყენება.
- მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დამუშავება საველე პირობებში.
- კითხვა-პასუხი, დისკუსია.