„მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე“-ცნობილი ბრიტანელი იუთუბერი საქართველოს შესახებ
მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა. კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა.
დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ნაჩვენებია კარლ ვოთსონის მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე.
ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო, ასევე TRAVERSE-ის ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენცია, რომელსაც 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კარლ ვოთსონმა Youtube-ის მომხმარებელს გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება.
ციფრული კონფერენცია TRAVERSE თბილისში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურეს. ინფლუენსერებმა საქართველოს შესახებ ბლოგები, პოსტები, სთორები და ვიდეო რგოლები მოამზადეს.
https://www.youtube.com/watch?v=JoOJhd_9FE4