საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნებში გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში პრეზენტაციები გამართა. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ღონისძიებები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შედგა. პრეზენტაციებზე წარდგენილი იყო საკონვენციო ბიუროს წევრი 14 ორგანიზაცია. ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტულ პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატში, სკანდინავიური კომპანიები საქართველოში საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გამართული პრეზენტაციების მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება სკანდინავიის ქვეყნებში და მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.