საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა. საქმიანი ტურიზმის სფეროში წამყვანი კონგრესი დუბაიში ყოველწელიწადს იმართება. რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა მოაწყვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.
Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე 250-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან.