შეხვედრა გერმანიის ელჩის მოადგილესთან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს ტანია ჰუტს და პირველ მდივანს სარა ცილონკას შეხვდა.
გერმანიის ელჩის მოადგილე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს გაეცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023-გან მიღებული შედეგები, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი.
საუბარი შეეხო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას გერმანიაში. მიმდინარე ინტეგრირებული კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პლატფორმებზე, ფიცრულ და ბეჭდურ მედიაში საქართველოს ტურისტული პროდუქტების რეკლამირება მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში საქართველოში მაღალრეიტინგული გერმანული პრესის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისთვის პრესტურები ტარდება.
მარკეტინგული კამპანიის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.