დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-10 თბილისიმარათონი გაიმართება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25 სექტემბერს რიგით მე-10 თბილისიმარათონი გაიმართება.
ღონისძიება კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.
თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:
- ნახევარმარათონს (21,097 კმ)
- 10 კილომეტრიანგარბენს
- ბავშვთაგარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ)
მონაწილეთაშორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, წელს 3000-მდე გაიზრდება მონაწილეთა რიცხვიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.
2015 წლიდან თბილისიმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
თბილისიმარათონი 2022 წლის სპონსორები და მხარდამჭერები არიან:
ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს საპატრულო პოლიცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გერმანიის საელჩო საქართველოში, ფედერაცია სპორტი ყველასათვის, საბერძნეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საქართველოს ბანკი, Castrol, World Class Georgia, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, ტელეკომპანია იმედი, საქართველოს რკინიგზა, New Vision Insurance, Cavea, ნატახტარი, ვენდი’სჯორჯია, დანკინ’ დონატსი, ბახმარო, ნაბეღლავი, სპორტკომპლექსი არენა, Hummel, Sheraton Metekhi Palace, Oshee, BIKE.GE, სასტუმრო „ამბასადორი“, LOOMBA LAB, Malongo აჭარაჯგუფი, Gymnasia, Holiday Inn Telavi.