კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი მსოფლიოს საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს აცნობს
მსოფლიოში ცნობილმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული საქართველოს ეწვია.
„გამარჯობა, მე ჯეიმი ოლივერი ვარ და საქართველოში ვიმყოფები. აქ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვარ. საქართველოში საუკეთესო დროს ვატარებ. მრავალი წელია მთელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მაგრამ შეხედეთ და ისიამოვნეთ. საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე. აქ აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს, შევხვდი საოცარ ადამიანებს, აქაურობამ შთამაგონა ახალი რეცეპტი მოვამზადო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დავბრუნდები 100 %-ით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისთვის“,-ამბობს ჯეიმი ოლივერი.
ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.
https://www.facebook.com/watch/?v=530096296023483