საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის   ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.