საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,International Tourism Fair Wroclaw” მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ ქართული კერძო კომპანიები.
ვროცლავის გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ტურების დაგეგმვის მიზნით.
პოლონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.