ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჟურნალისტები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და ეგვიპტიდან საქართველოს ეწვივნენ.
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოში „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს“ დაესწრებიან, რომელიც 17-21 აგვისტოს სვანეთში გაიმართება. ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები კი სხვადასხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდება.
სვანეთში გამგზავრებამდე უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ არქიტექტურას, დააგემოვნეს ქართული კერძები.
თბილისის დათვალიერების შემდეგ პრესტურის მონაწილეები იმერეთში გაემგზავრებიან, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.
ტურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მესტიის ფილმების ფესტივალის შესახებ სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ათობით მილიონი მკითხველი გაეცნობა საფრანგეთში, თურქეთში, ინდოეთში, კორეასა და ეგვიპტეში.