IFTM Top-Resa 2015
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. „IFTM Top-Resa 2015“-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო შემდეგი ტურისტული კომპანიები: Caucasus Travel, Travel Shop, Promethea Voyages, Visit Georgia, Georgica Travel.
პარიზში გამართულ 4 დღიან გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოფენის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ბროშურები დაურიგეს.
„IFTM Top-Resa 2015“-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან1560 ბრენდირებული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე 492 სტენდი მოეწყო და 160-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.