20-22 ივლისს, მესტიაში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალიHighlander Adventure Georgia გაიმართება. ლაშქრობა ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დმო შან-ლანდის მასპინძლობითა  და HIGHLANDER Adventure Georgia-სთან თანამშრომლობით მოეწყობა. სვანეთში დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ ორბეთში, სათიბეში, ღონისძიების წარდგენა და პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც მონაწილეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ იმართება მასშტაბური პროექტი HIGHLANDER GEORGIA, რომელიც გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტის ნაწილია და  შესაძლებლობას გვაძლევს წარმოვაჩინოთ საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი. როგორც იცით პროექტში ჩართულია სხვადასხვა ქვეყანა, დონორი ორგანიზაცია,  ლაშქრობაში ძალიან ბევრი უცხოელი იღებს მონაწილეობას, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი რეგიონების, ტურისტული პროდუქტების, სალაშქრო ბილიკების პოპულარიზაციისთვის, წარმატებს ვუსურვებ პროექტს და მოვუწოდებ ყველას 20-22 ივლისს შევიკრიბოთ მესტიაში და მონაწილეობა მივიღოთ ლაშქრობაში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

პრეზენტაციისმიზანია ეკოლოგიურადსუფთასათავგადასავლოტურიზმისფარგლებშიპარტნიორებისწვლილისჩვენებადარეგისტრაციისმე-2 ტალღისწახალისება.

ღონისძიებისფარგლებშისტუმრებსსაშუალებაჰქონდათმოესმინათჰაილენდერისშესახებპრეზენტაცია, დასწრებოდნენპრესკონფერენციას, დარეგისტრირებულიყვნენჰაილენდერისმთავარღონისძიებაზედაშემდეგმონაწილეობამიეღოთმცირელაშქრობაშიორბეთში.

Highlander Adventure Georgia არისლიცენზირებულისაერთაშორისოლაშქრობისფესტივალი, ბილიკებისაგულდაგულოდარისშერჩეულიადგილობრივიგამყოლებისმიერ, რათაუზრუნველყონუნიკალურიგამოცდილებამონაწილეებისთვის.

პროექტის პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი. მთის ტრასების სააგენტო, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი, ვორლდკლასი, ისთფოინთი, ბილიკი, ტერმინალი, მარკეტერი, Spend 4 Seasons in Georgia.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე :https://highlanderadventure.com/en-us/svaneti