ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტური ისრაელიდან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობინ ფოტოგრაფს დორ კედმის მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონატრო კოპლექსს ეწვია. დორ კედმიმ ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის „HAARETZ National Newspaper“ ფოტო კოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ. ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და მოგზაურთა ნაკადის გაზრდა.