“Georgia Welcomes You” პრეზენტაცია ნიდერლანდებში
Georgia Welcomes You” ამ სახელწოდებით ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ჰოლანდიელ ტუროპერატორებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე ზირაქიშვილმა მიაწოდა. საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა საქართველოს ტურისტული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციის შემდეგ 2016 წელს საქართველოს მე-6 000 000 საერთაშორისო მოგზაურმა ჯესპერ ბლექმა სტუმრებს საქართველოში მოგზაურობისა და სიურპრიზის შესახებ უამბო.
ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსათვის ტურიზმის როლზე ისაუბრა საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში კონსტანტინე სურგულაძემ.
ღონისძიებაზე გათამაშდა საქართველოს ავიახაზების მიერ დაწესებული პრიზი –ორი ავიაბილეთი საქართველოში, რომელიც მაიელინ დე ლარამ და კეიტ ბელამიმ მოიგეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.