Forbes Magazine“-ს ჟურნალისტი საქართველოში
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „Forbes Magazine“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს „Forbes Magazine“ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ადამ მორგანსტერნი ეწვია. პრესტურის ფარგლებში 25 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით „Forbes Magazine“-ის ჟურნალისტმა თბილისი, ალავერდი, თელავი, შუამთა, გრემი, ქინძმარაული, ყვარელი, სიღნაღი, მცხეთა, ჯვრის მონასტერი, სტეფანწმინდა, ქუთაისი, წყალტუბო, პრომეთეს მღვიმე, გელათი, მოწამეთა, ონი; ამბროლაური, მარტვილი, ბორჯომი, ვარძია, ახალციხე, ატენი და სხვა ტურისტული ადგილები მოინახულა. ადამ მორგანსტერნი სტატიას საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ქართულ ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოამზადებს.
ადამ მორგანსტერნი მსოფლიო ღვინისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებს ამზადებს ისეთი პოპულარული გამოცემებისათვის როგორიცაა: The New York Times, Forbes, Gotham Magazine, Huffington Post, New York Daily News, Food & Wine, The Village Voice, Gothamist, და სხვა.