Euronews საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს. Euronews-ის ჟურნალისტის კრეიგ სოერსის თქმით, საქართველო  თანამედროვე კურორტებითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.

„2015 წელს ტეილორ ფერგიუსონი პირველად ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით, მაგრამ მალე გეგმები შეცვალა და ახლა უკვე გუდაურში მე-10 სეზონისთვის ემზადება. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ალპებივით ხარისხიანად შეიძლება სრიალი და ალპებზე უფრო იაფია. აქ  კარგი ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი თოვლია და არც ხალხმრავლობაა ამბობს ფერგიუსონი.  ჩემნაირი ახალბედა მოთხილამურეებისთვის კი გუდაური ნამდვილი ოცნებაა. აქ  ხეები არ არის და  საფრთხე არ გემუქრება. გუდაურში უამრავი სასტუმრო, კვების ობიექტი და  სათხილამურო სკოლაა“-წერს Euronews-ის ჟურნალისტი.

გუდაურთან, ერთად სტატიაში აღწერილია ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტები.

“მაღალი მთებით და დაბალი ფასებით საქართველო კონკურენციას უწევს ევროპის საუკეთესო სამთო კურორტებს. საქართველოს მთავრობამ დიდი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. როგორც ფერგიუსონი ამბობს გუდაურში შესანიშნავი საბაგირო ინფრასტრუქტურაა,  გონდოლები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებმა დაამზადეს.“-წერს კრეიგ სოერსი.

როგორც Euronews-ის სტატიაში ნათქვამი საქართველოს სათხილამურო კურორტები ევროპაში ყველაზე ბიუჯეტურია,  სტატიაში სამთო კურორტებთან ერთად აღწერილია თბილისი და  ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

https://www.euronews.com/travel/2024/11/26/reliable-snow-cheap-passes-and-uncrowded-slopes-why-you-should-go-skiing-in-georgia-this-w