ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს ეკო-ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკო-ტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
საქართველოს ბრიტანული Geographical-ის, BirdLife-ის, გერმანული Weser Kurier-ის, NABU Magazin Naturschutzheute-ის, Saechsiche Zeitung-ის, Berlin Brandenburger Naturmagazin -ის, Nationalpark-ის, Saechsische Bergsteiger Verbund-ის, Geographische Rundschau-ის, GEO Magazine-ის, დაცული ტერიტორიების შემსწავლელი საერთაშორისო პლატფორმის International platform LT&C Linking tourism and Conservation, ფრინველებზე დაკვირვების ნორვეგიული ჟურნალის Vår Fuglefauna-ის, იტალიური გამოცემა Focus magazine-ის და WWF PANDA magazine-ის მეცნიერები და მკვლევრები ეწვივნენ.
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტები იმყოფებიან, მათ ინტერესს ეკო-ტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება წარმოადგენს საქართველოში. ტურის შემდეგ რეიტინგულ გამოცემებში სტატიები დაიბეჭდება, რაც ხელსშეუწყობს ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა მარინა ბოჯგუამ.
„ ვფიქრობ ტურიზმს დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ ადგილების პოპულარიზაციისთვის. დღეს მრავალი სახეობის ფრინველი ვნახეთ, ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის, ჩვენ 52 სახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც ჩემი ორგანიზაცია იკვლევს და მათ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რაც ხელსშეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების მოზიდვას. საქართველოს 18 წელია ვიკვლევ. ჩვენ დავიწყეთ კავკასიაში ეროვნული პარკების მხარდაჭერის პროგრამა. ვფიქრობ საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცენტრსწარმოადგენს“-აცხადებს World Wide Fund for Nature-ის ექსპერტი პიტერ პოგოში.
„20 წელზე მეტია კავკასიის რეგიონს ვიკვლევთ და მხარსვუჭერთ ბუნების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ეროვნული პარკების შექმნის, დაცვისა და განათლების მიმართულებით. ვფიქრობ აუცილებელია კავკასიის უნიკალური, მრავალფეროვანი ბუნების წარმოჩენა და გაზიარება, რომ ადამიანებმა მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობა იხილონ. ჩვენ მადლობლები ვართ როგორც საქართველოს მთავრობის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ამ ადგილებს იცავენ. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ეს სილამაზე გერმანიას და მთელ ევროპას“.-ამბობს ჟურნალ NABU-ის საერთაშორისო რედაქტორი თომას თენარი.
“საქართველოში პირველად არ ვარ, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად ბიომრავალფეროვნებით, შესანიშნავიკულტურით, საოცარი სტუმარმასპინძლობით, ულამაზესი ეროვნული პარკებით გამოირჩევა. თუნდაც ერთკვირიანი ვიზიტით თქვენ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენთ და მე ვაპირებ მოვამზადო სტატია ამ ყველაფრის შესახებ. ვფიქრობ საქართველო ევროპის ჯერ კიდევ დაფარული მარგალიტია, რომლის შესახებაც ბევრს სმენია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი არჩამოსულა საქართველოში, აუცილებლად მოვუთხრობ მკითხველს ამ ეროვნული პარკის შესანიშნავი მცველების შესახებ, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ აქაურობა დაცული იყოს“.- აცხადებს დიდ ბრიტანეთში ბუნების დაცვის ორგანიზაციის RSPB წევრიჯიმ ვოდელი.
ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით-გარეჯი მოინახულეს. ტურის მონაწილეებმა დაცული ტერიტორიები: ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, სამოგზაურო მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფრინველები და ცხოველები გადაიღეს.
ტურის მონაწილეები კახეთში ღვინის მარნებს ესტუმრებიან, გაემგზავრებიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გამოცემების მეცნიერები და მკვლევრები ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია საბუკოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა და BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია.
ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის (Bird Watching) განვითარებას.