მაია ომიაძე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების პროექტებს გაეცნო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საირმეში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამეგრელოს, სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავხეთისა და კახეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდა.
შეხვედრაზე დანიშნულების მართვის 5 ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები განიხილეს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს რეგიონების ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები რეგიონებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დონორი ორგანიზაციევის აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში ტურისტული პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.