საქართველოში ბიზნეს კლასის საერთაშორისო სასტუმროების ქსელი,,კონტინენტი“ შემოვიდა. პირველი სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალასის“ სახელწოდებით თბილისში იხსნება. ბრენდის სტანდარტებზე გასასვლელად დღეს მოქმედ სასტუმრო ,,კრონ პალასს“ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შემოსვლასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალასის“ წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თბილისის შემდეგ „კონტინენტის“ სასტუმროების გახსნა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათშორის ბათუმში იგეგმება.
„კონტინენტის“ სასტუმროების ქსელი თურქეთს, რუმინეთს, მონტენეგროს, ჩინეთს, ინდოეთს, ეგვიპტეს, ტაილანდს, ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და სხვა ქვეყნებს მოიცავს.

https://www.youtube.com/watch?v=KqQmgRY_9Mg&feature=youtu.be