Check in Georgia-ს ფარგლებში ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა
Check in Georgia-ს ფარგლებში “ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა. ენიო მორიკონე “ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგა.
ენიო მორიკონემ დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.