ახალი ტურისტული ბრიტანული გზამკვლევი საქართველოს შესახებ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალრეიტინგული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Bradt Travel Guide საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალ გზამკვლევს ამზადებს. გზამკვლევი 2023 წელს გამოიცემა და მთელ მსოფლიოში გავრცელდება.
მრავალგვერდიანი გზამკვლევის მოსამზადებლად საქართველოში გამოცემის ჟურნალისტი იმყოფებოდა. ნენსი ჩანგის ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. პრესტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა სტეფანწმინდა, შატილი, პანკისის ხეობა და თუშეთი დაათვალიერა. ნენსი ჩანგი ეწვია კახეთს, სადაც ნაფარეული, გრემი, ყვარელი და ლაგოდეხი მონახულა. ტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტორეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც გზამკვლევისთვის გამოიყენებს.
2018 წელს Bradt Travel Guide-მა საქართველოს შესახებ 368 გვერდიანი გზამკვლევი გამოსცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება თბილისს, სვანეთსა და აჭარას დაეთმო.