BirdWatching Magazine UK-ის ჟურნალისტები საქართველოში
პოპულარული ბრიტანული გამოცემის „BirdWatching Magazine UK“ ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციით ორგანიზებით და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ფრინველებზე დაკვირვების თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ერთკვირანი პრესტური მოეწყო. ტურის ფარგლებში ბრიტანული მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს დაცული ტერიტორიები: ყაზბეგი, ვაშლოვანი და ჭაჭუნა მოინახულეს. პრესტურის დასრულების შემდეგ ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოში ფრინველებზე დაკვირვების შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებენ.
„BirdWatching Magazine UK“- ჟურნალისტის როდრიკ სთენდინგის თქმით ყაზბეგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ფრინველებზე დაკვირვება შეიძლება: „”ფრინაველებზე დასაკვრივებლად საქართველო ბრიტანეთისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელიც მრავალფეროვანია ფრინველთა სახეობებით. მათ შორის საკმაოდ რთულად აღმოსაჩენი ფრინველებიც არიან, ისინი ამ მთებია და გამყოლის გარეშე რთულია მიგნება. ეს შესანიშნავი ადგილია ფრინაველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. აქ ბევრი სასტუმროა. ტრანსპორტი და კომუნიკაციები სრულყოფილად გამართულია. საქართველოში ყველაფერია იმისთვის, რომ უსაფრთოდ იმოგზაურო. ასევე თქვენ გაქვთ შესანიშნავი კერძები და ღვინო.”-განაცხადა როდრიკ სთენდინგმა.
ფრინველებზე დაკვირვება ეკოტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება არის, რომელიც შედარებით ახალია საქართველოში. ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებში. 10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა.