საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი
საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები, ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ – ს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.
აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.
ბილიკების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელია.
? iOS: https://apple.co/3QBteTf
? Android: https://bit.ly/3eHCBn7