საქართველო ლატვიის საერთაშორისო გამოფენაზე
![](https://gnta.ge/wp-content/uploads/2017/02/16640582_1236863709696942_6124895713704308996_n-767x588.jpg)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში Balttour 2017 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე შემდეგი კომპანიები: „თრეველ ვორლდი“, „ჯორჯია თრეველ არესპი“, „ტყემალი ტურსი“ და „მიმინო თრეველი“.
რიგის რიგით 24-ე საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს ზაფხულის კურორტებით, მოგზაურობის ფასებით და პირდაპირი ფრენების შესაძლებლობით დაინტერესდნენ.
Balttour 2017-ზე მსოფლიოს 41 სახელმწიფოდან 850 ტურისტული კომპანია იყო წაროდგენილი.