სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეორე ცერემონია Welcome to Georgia გაიმართა.
ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. დაჯილდოებაზე 19 გამარჯვებული გამოვლინდა.
ცერემონიას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოს და ბიზნესსექტორის 500-მდე წარმომადგენელი დაესწრო.გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი, პირველ ეტაპზე – ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები – კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ დაითვალა და შეაჯამა. შემდეგ ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა. ორგანიზატორების განცხადებით, “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.