11 თვეში საქართველოს 5864684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტია. რაც შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათიდამეტიდაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რაოდენობამ- 2 536791 შეადგინა,ზრდა 19.3%-ია
2016 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან .
იანვარ-ნოემბერში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4%დაპოლონეთი +6.5%.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+494%), ინდოეთი (+216%), საუდის არაბეთი (+118%) , ჩინეთი (+44%), ისრაელი (+56,7%), ყაზახეთი (+33,8%) და ბელარუსი (+29,7%)
2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 458,496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,196-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%)-ია.
ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 164,440 შეადგინა, რაც 20,265-ით მეტია 2015 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14.1%).
2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%.
მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა შემდეგი სახელმწიფოებიდან: ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112% უზბეკეთი +112%. და ბელარუსი +30,5%.
ტურიზმი, ეკონომი