ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეების სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. ღონისძიებას კოლეჯის არსებული და პოტენციური დამსაქმებლები,სტუდენტები და პედაგოგები დაესწრნენ. კოლეჯში არსებულ სპეციალობებში ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტუდენტური კონკურსი და მასტერკლასები.