ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ალპური გამყოლის გადამზადების კურსი გაიმართა სახელწოდებით „გამყოლობის ტექნიკა და მეთოდიკა კომბინირებული ალპინისტურმარშრუტებზე.“ სწავლება ჭაუხის მასივში 20 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. ტრენინგის მიზანია საქართველოს მთიან რეგიონებში, სამთო გამყოლთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, უსაფრთხოების დაცვა და მომსახურეობის ხარისხის გაზრდა. სასწავლო კურსი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 25 პრაქტიკოს გამყოლსა და სამთო მაშველს ჩაუტარდა. ტრენინგი სამთო გამყოლთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA) სერთიფიცირებულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ საველე მეცადინეობას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლოთ ალპინისტური ტურისთვის ადგილის შერჩევა; ალპინისტურ მარშრუტზე საფრთხეების იდენტიფიცირება, აღჭურვილობის შერჩევა და ა.შ.
პროექტის მეორე ეტაპი-„სამთო-სამაშველო ოპერაციები რთულ კლდოვან რელიეფზე“ სექტემბერში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაიმართება.