ტურისტულმა კომპანიამ „აღმოაჩინე საქართველო“ სტაჟირება დამთავრებული სტუდენტები დააჯილდოვა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 50 სტუდენტს სერთიფიკატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცეს. ღონისძიებას ტურიზმის ინდუსტრიიდან მოწვეული სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუდენტებმა შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებით გაიარეს სტაჟირება. გადამზადება „აღმოაჩინე საქართველოს“ ტურიზმის სასწავლო ცენტრში გაიმართა.