საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან  42,905  საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  +38.8%-ით მეტია. ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან  +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.