თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ.  ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი  4 ივლისის ჩათვლით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან.

ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვედრებს მართავენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების  დამყარების მიზნით.